1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ფსიქიატრიის კათედრა რომელსაც სათავეში ჩაუდგა ცნობილი ქართველი ფსიქიატრი მიხეილ ასათიანი. ძალიან მალე კათედრზე დაიწყეს მუშაობა ახალგაზრდა ფსიქიატრებმა ავლიპ ზურაბაშვილმა, ირაკლი მენთეშაშვილმა, ევტიხი გობრონიძემ, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა პერიოდში სათავეში ედგნენ ზემოხსენებულ კათედრას.

1938 – 1954 წლები - ავლიპი ზურაბაშვილი;
1954 - 1968 წლები - ირაკლი მენთეშაშვილი;
1968 – 1979 წლები - ევტიხი გობრონიძე;
შემდგომ პერიოდში კათედრის გამგები იყვნენ:
1979 – 1994 წლები - ფაიზულა კონტრიძე;
1994 - 2006 წლები - ლია მენთეშაშვილი;
2006 წლიდან დღმდე - თეიმურაზ სილაგაძე
გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა კათედრა ძალიან ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. მისი თანამშრომლების მიერ გამოცემულია ასამდე სახელმძღვანელო და მონოგრაფია და გამოქვეყნებულია ორი ათასზე მეტი სამეცნიერო სტატია. მომზადებული და დაცულია ათეულობით საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

კათედრზე სხვადასვვა პერიოდში მოღვაწეობდა საქართველოს მრავალი ცნობილი ფსიქიატრი მათ შორის: ნ რუხაძე, მ ყუბანეიშვილი, გიორგი მურუსიძე, ლალი მიქელაძე, როზა ჯღარკავა, გ. ნანეიშილი და სხვები. კათედრის თანამშრომლები აქტიურად იყვნენე ჩაბმულნი საზოგადეოებრივ და საორგანიზაციო საკითხებში.
ა.ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარეები იყვნენ:
პროფესორი ე გობრონიძე 1979-1987 წ.
ასისტენტ პროფესორი გიორგი გელეიშვილი 2006-2014 წლები და
ასოცირებული პროფესორი ე ჭყონია 2014 წლიდან დღემდე.
სხვადასხვა პერიოდში საქართველოს მთავარი ფსიქიატრები გახლდნენ პროფ ე. გობრონიძე და პროფ. თ სილაგაძე.
ფსიქიატრიის კათედრის თანამშრომელთა (პროფესორები თ. სილაგაძე, გ. ნანეიშვილი) აქტიური მონაწილეობით შეიქმნა უმნიშვვენლოვანი საორგანიზაციო დოკუმენტები: „საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ და „ფსიქიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა“.
ამჟამად ფსიქიატრიის კათედრაზე მუშაობენ პროფესორი თ სილაგაძე, ასოცირებული პროფესორები: ზურაბ ბერია, ეკა ჭყონია, ასისტენტ პროფესორები არჩილ ბეგიაშილი, გიორგი გელეიშვილი, ლაბორანტი - დოქტორანტი ნინო ნანეიშვილი. მოწვეული პედაგოგები: პროფესორი გიორგი ნანეიშვილი, კლინიკის პროფესორი მანანა ბოკუჩავა, კლინიცისტები ქეთევან გიგოლაშვილი, მარიამ ჯიშკარიანი, გიორგი ბერულავა, დოქტორანტები: ნინო ძაგანია, ქეთევან სილაგაძე.