ფსიქიატრის კაბინეტში შედის ადამიანი რომელსაც კბილებით რაღაც უჭირავს. ფსიქიატრი მიუახლოვდება:
- აააბა ვინ გვეწვია? კატა? - ეს ტიპი თვალებს დაუბრიალებს და ოთახის სხვა კუთხეში გადავა. ფსიქიატრი მიყვება:
- ძაღლი? ცუგა ცუგა...- ეს ტიპი სხვა კუთხეში გადაინაცვლებს, ამჯერად ცოცვით.
- რომელი ხარ? კუ? ზღარბი?
უცებ ტიპი იღებს პირიდან კაბელს:
- სულელი ხომ არ ხარ? მაცალე ინტერნეტის დაყენება!

* * *

წარწერა ფსიქიატრის კაბინეტზე: "არ ილაპარაკოთ ხმამაღლა. გახსოვდეთ: თქვენ მარტო არა ხართ. ისინი გისმენენ... ისინი ყველგან არიან!..."


* * *

ფსიქიატრის კაბინეტში პაციენტი ხოხვით შევიდა. ფსიქიატრი დაყვავებით მიმართავს:
– აბა, ვინ შემოცოცებულა ჩემს კაბინეტში, ხვლიკი?
– არა, – კბილებს აკაწკაწებს პაციენტი.
– გველი?
– არც ერთი, ექიმო, უბრალოდ, სიმაღლის შიში მაქვს.

* * *

ფსიქიატრიულიდან წერენ პაციენტს.
კომისია ეკითხება:

– სად გვხდება თევზი?
— ტბაში
— და უნიტაზში თევზი არის?
— არა.
— კარგი. ჩვენ შენ გაგაწერთ !
გამოწერეს საავადმყოფოდან. ის ალაგებს თავის ნივთებს, მასთან მიდის მისი მეგობარი გვერდითა ოთახიდან და ეკითხება:
— რატომ უთხარი კომისიას, რომ უნიტაზში არაა თევზი, ჩვენ ხომ ყოველთვის იქ ვთევზაობთ?
— შენი აზრით დებილი ვარ? — თევზიან ადგილს გავამხელდი?!

* * *

ერთმა ფსიქიატრმა თავის მოსწავლეს საინტერესო ამბავი უამბო პაციენტის შესახებ, რომელსაც თავი მაღვიძარა ეგონა: "წარმოიდგინე, თუ საღამოს არ მომართავდი, მეორე დილით, ზუსტად შვიდ საათზე, "დარეკვის" მაგივრად კრუნჩხვაში ვარდებოდა". "როგორ განკურნეთ?" - დაინტერესდა სტუდენტი. "ყოველ საღამო უფრო და უფრო ნაკლებად "ვმართავდი". ერთ საღამოს ბოლომდე "მოვმართე", მეორე საღამოს - უფრო ნაკლებად, შემდეგ - კიდევ უფრო ნაკლებად და დადგა დრო, როცა საერთოდ არ "მომიმართავს". არ დაიჯერებ, ამ მეთოდმა გაამართლა და პაციენტი გამოჯანმრთელდა". გავიდა რამდენიმე ხანი და ფსიქიატრის ყოფილმა მოსწავლემ თავი გაართვა არანაკლებ რთულ საქმეს - მან განკურნა პაციენტი, რომელიც თავს საათის ისრად მიიჩნევდა. ახლა მოხუცი ფსიქიატრის გაკვირვების დრო დადგა. ყოფილმა მოსწავლემ აუხსნა: "რთული მხოლოდ მკურნალობის პირველი ნაწილი აღმოჩნდა - დავარწმუნეთ, რომ ის უბრალო ისარი კი არა, მაღვიძარა იყო, მერე კი საქმე გაიოლდა - "მაღვიძარების" მკურნალობა თქვენი წყალობით უკვე ვიცოდი..."

* * *

ახალი წლის ღამეს ფსიქიატრის კარზე ზარია. ექიმი კარს აღებს და თოვლის ბაბუას ხედავს, რომელიც მუდარით შეჰყურებს: “დამეხმარეთ! დამეხმარეთ დავიჯერო, რომ ვარსებობ!!!”